- მაჟორიტართა პროექტი: ინფორმირებული მოქალაქეები და ანგარიშვალდებული ხელისუფლება
- პროექტს ახორციელებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით. პროექტი განხორციელდება 2008 წლის ივლისამდე. პროექტის მიზანია მაჟორიტარ დეპუტატებსა და ამომრჩეველებს შორის ურთიერთობის გააქტიურება და საკანონმდებლო პროცესში საზოგადოების, განსაკუთრებით რეგიონების მოსახლეობის თანამონაწილეობის გაზრდა. პროექტი ხორციელდება თბილისის გარეთ საქართველოს ყველა რეგიონში აჭარის გარდა. პროექტის ფარგლებში ტარდება ტრენინგ-სემინარები მაჟორიტარ დეპუტატთა რაიონული ბიუროების თანამშრომლებისთვის; რეგულარულ საწყისებზე მიმდინარეობს ბიუროების თანამშრომელთა კონსულტირება; იბეჭდება და ვრცელდება ბროშურები, მათ შორის მოქალაქეთა გზამკვლევი, რომელშიც აღწერილია მაჟორიტარი დეპუტატის ძირითადი უფლება-მოვალეობები, მათი ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ პროექტის ფარგელბში გამოქვეყნდა და გავრცელდა ბროშურები ,,ამომრჩევლის გზამკვლევი“ და ,,ხშირად დასმული კითხვები ადგილობრივი თვითმმართევლობის შესახებ“. ეწყობა საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან, ჟურნალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიღებული კანონების წარსადგენად და კანონპროექტების განსახილველად. მზადდება საკანონმდებლო რეკომენდაციები მაჟორიტარი დეპუტატების და მათი ამომრჩევლების კონსტრუქციული ურთიერთობის უზრუნველსაყოფად.Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007
Georgian encyclopedia. 2013.